დღეს ჯგუფის მონაწილეებს გავუზიარე პრეზენტაცია. საინტერესო
იყო მათი კომენტარები. მეც გამიზიარეს სხვებმა და კომენტარი დავურთე იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომლებიც გაგვაცნო დღეს ტრენერმა. ეს რეკომენდაციები ვნახე მე-5 მოდულში
- "კონსტუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგად წესებში." თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვნახე ტექნიკურად ეს როგორ უნდა მოვახერხო. ამის შემდეგ განვიხილეთ როგორ იყო შედგენილი შეფასების კრიტერიუმები და რა უნდა გამეთვალისწინებინა მოსწავლის მიერ შედგენილი პრეზენტაციის
შესაფასებლად. ამაზე გარკვეული წარმოდგენა შემიქმნა მე-5 მოდულის რესურსების განყოფილებაში
განთავსებულმა დოკუმენტმა - „მეტრული სიგიჟე
-(6-8)“. გარდა ამისა ვნახე 1-ლ მოდულში განთავსებული დოკუმნტი - „რუბრიკების პორტფოლიო,“
რომლის საშუალებით შევამოწმე ჩემ მიერ შერჩეული
პრეზენტაციის კრიტერიუმები. ეს დამეხმარა იმის დადგენაში, რამდენად შეესაბამებოდა ჩემ
მიერ შედგენილი კრიტერიუმები რუბრიკით გათვალისწინებულ რეკომენდაციებს.
ვნახე Insert
– Shape-ის საშუალებით როგორ მოვნიშნო დოკუმნტში გარკვეული გრაფიკები.
სასარგებლო იყო იმის ნახვა, თუ როგორ შემიძლია
ფიგურა, რომელზეც სხვადასხვა ობიექტს ვამატებ როგორ დავაგრუპირო (ფილოლოგებო, უკაცრავად),
როგორ გავაერთიანო, (ეს შესაძლებელია insert-
object-group-ის საშუალებით).
დღეს კიდევ ერთხელ ვნახე, თუ როგორ არის დაკავშირებული
ერთმანეთთან პროექტის სხვადასხვა ეტაპი: სტანდარტები, ამოცანები, აქტივობები, შეკითხვები,
შეფასების დროის ჩარჩო და სასწავლო პროცედურები. ყურადღება უნდა მივაქციო იმას, თუ
რამდენად ეთანხმება ეს ეტაპები ერთმანეთს. ამის შესამოწმებლადა ვნახე 1-ლ მოდულში „პროექტის
მახასიათებლის ჩეკლისტი,“ ამასთან ერთად მნიშვნელოვანია „რუბრიკების პორტფოლიო“.
ვისწავლე ბლოგზე ახალი გვერდის შექმნა.
მომცეს საშინაო დავალება. ვნახოთ, როგორ მოვაბამ თავს.
19.00 დაიწყო, შაბათია....
No comments:
Post a Comment