Sunday, December 1, 2013

ინტელის პროექტის მე-3 დღე

დღეს გავეცანი პროექტის მე-2 მოდულს: სასწავლო პროექტის დაგეგმვას; იმას, თუ რამდენადა სწორად შევარჩიე სტანდარტი, მოიცავს თუ არა იგი ზედა დონის უნარებს; გავიგე, რომ რამდენი სტანდარტიც არის პროექტში, იმდენი ამოცანა უნდა იყოს დაგეგმილი. ამოცანებისთვის უნდა იყოს შედგენილი შეფასება თავისი რუბრიკებით. კარგია, თუ ამოვიყენებ მრავალფეროვან შეფასების რუბრიკას. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები (ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი); ვნახე, შაბლონები, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი, რაში ეხმარება ეს კითხვები, ერთი მხრივ, მასწავლებელს, მეორე მხრივ, მოსწავლეებს. ამისთვის ვნახე ლინკები მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების წერა და სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი.

2 comments:

  1. ძალიან ყურადღებიანი და მონდომებული მსმენელი ხარ საყვარელო თამუნა :) ასე ვრცლად მე ვერ დავწერე რეფლექსია :(

    ReplyDelete
  2. ნამდვილად ძალიან დადებითი და შრომისმოყვარება პიროვნება ხარ. წარმატებები !

    ReplyDelete