დღეს გავეცანი მე-2 მოდულის მე-3 აქტივობას: შეფასებას.
იმას, თუ რას ემყარება შეფასება, რა არის მისი მიზანი. გამოყოფილია ორი - განამვითარებელი
და განმსაზღვრელი შეფასებები. განმავითერებელი შეფასების მიზანია:
·
მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება;
·
მათი თანამშრომლობის ხელშეწყობა;
·
პროგრესის მონიტორინგი;
·
ნასწავლის გააზრების შემოწმება.
განმსაზღვრელი შეფასება კი უნდა ეხებოდეს მასალის გაგებისა
და უნარ-ჩვევების ათვისების ხარისხის შემოწმებას სტანდარტთან შესაბამისობით.
გავეცანი შეფასების განრიგს. როგორ უნდა იყოს განაწილებული
შეფასებები მთელი პროექტის განმავლობაში. შეფასების რა მეთოდები შეიძლება გამოვიყენო
პროექტის დაწყებემდე, მისი მიმდინარეობისას და დასრულებისას. როგორ უნდა იყოს დაკავშირებული
თითოეული მათგანი პროექტის ამოცანებთან; როგორ
უნდა იყოს განმარტებული თითოეული მათგანი და რას უნდა არკვევდეს მისი საშუალებით, ერთი
მხრივ, მოსწავლე და, მეორე მხრივ, მასწავლებელი. მნიშვნელოვანია, თუ რამდენად აერთიანებს
ზემოთ ჩამოთვლილ მიზნებს ჩემ მიერ შერჩეული შეფასებები.
გავაკათე პროექტის პრეზენტაცია Power-Point-ით.
No comments:
Post a Comment