Sunday, December 15, 2013

ინტელის პროექტის მე-7 დღე

ხარაჩოები ე.წ. სკაფოლდინგი - ეს იყო დღევანდელი დღის ძირითადი თემა. ვისაუბრეთ და გავეცანით გარდნერის თეორიას სხვადასხვა ტიპის მოსწავლეებსა თუ მასწავლებლებზე. გავიგე სწავლების რა ეტაპზე აღწევენ წარმატებას ამა თუ იმ კატეგორიის მოსწავლეები: ვიზუალისტები, აუდიალისტები და კინესთეტიკები. ამ ტიპის მოსწავლეთა საჭიროებები უნდა გავითვალისწინო ჩემს პროექტში. ზემოაღნიშნუილი თეორიის გარდა გავეცანი მასალას დიფერენცირებული სწავლების შესახებ. (მოდული 6, "კითხვარი დიფერენცირებული სწავლების შესახებ"). შევადგინე ჩემი პროექტისთვის შესაფერისი მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად კითხვარი, რომელიც ნეთელ წარმოდგენას შემიქმნის იმაზე, თუ რა დავალებები შეიძლება მივცე მათ იმისათვის, რომ საკითხები უკეთესად გაიგონ.კითხვარში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ტიპის მოსწავლის შესაძლებლობა. ვისწავლე ისიც, თუ როგორ უნდა გადმოვტვირთო ინტერნეტიდან ძველი 97-2003 წლის დოკუმენტები.

Saturday, December 14, 2013

ინტელის პროექტის მე-6 დღე

დღეს ჯგუფის მონაწილეებს გავუზიარე პრეზენტაცია. საინტერესო იყო მათი კომენტარები. მეც გამიზიარეს სხვებმა და კომენტარი დავურთე იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომლებიც გაგვაცნო დღეს ტრენერმა. ეს რეკომენდაციები ვნახე მე-5 მოდულში - "კონსტუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგად წესებში." თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვნახე ტექნიკურად ეს როგორ უნდა მოვახერხო. ამის შემდეგ განვიხილეთ როგორ იყო შედგენილი შეფასების კრიტერიუმები  და რა უნდა გამეთვალისწინებინა მოსწავლის მიერ შედგენილი პრეზენტაციის შესაფასებლად. ამაზე გარკვეული წარმოდგენა შემიქმნა მე-5 მოდულის რესურსების განყოფილებაში  განთავსებულმა დოკუმენტმა - „მეტრული სიგიჟე -(6-8)“. გარდა ამისა ვნახე 1-ლ მოდულში განთავსებული დოკუმნტი - „რუბრიკების პორტფოლიო,“ რომლის საშუალებით  შევამოწმე ჩემ მიერ შერჩეული პრეზენტაციის კრიტერიუმები. ეს დამეხმარა იმის დადგენაში, რამდენად შეესაბამებოდა ჩემ მიერ შედგენილი კრიტერიუმები რუბრიკით გათვალისწინებულ რეკომენდაციებს.
ვნახე Insert – Shape-ის საშუალებით როგორ მოვნიშნო დოკუმნტში გარკვეული გრაფიკები. სასარგებლო იყო იმის ნახვა,  თუ როგორ შემიძლია ფიგურა, რომელზეც სხვადასხვა ობიექტს ვამატებ როგორ დავაგრუპირო (ფილოლოგებო, უკაცრავად), როგორ გავაერთიანო, (ეს შესაძლებელია insert- object-group-ის საშუალებით).
დღეს კიდევ ერთხელ ვნახე, თუ როგორ არის დაკავშირებული ერთმანეთთან პროექტის სხვადასხვა ეტაპი: სტანდარტები, ამოცანები, აქტივობები, შეკითხვები, შეფასების დროის ჩარჩო და სასწავლო პროცედურები. ყურადღება უნდა მივაქციო იმას, თუ რამდენად ეთანხმება ეს ეტაპები ერთმანეთს. ამის შესამოწმებლადა ვნახე 1-ლ მოდულში „პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტი,“ ამასთან ერთად მნიშვნელოვანია „რუბრიკების პორტფოლიო“.
ვისწავლე ბლოგზე ახალი გვერდის შექმნა.

მომცეს საშინაო დავალება. ვნახოთ, როგორ მოვაბამ თავს. 19.00 დაიწყო, შაბათია....

Sunday, December 8, 2013

ინტელის პროექტის მე-5 დღე

დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული იყო. ვნახე სხვადსხვა ოპერაცია: პრეზენტაციაში დოკუმენტების ჩასმა; ჩასმულ სურათებზე წყაროების მითითება; ე.წ. ჰიპერბმულების გაკეთება; google drive-ში პრეზენტაციის ატვირთვა; ბლოგში პრეზენტაციის ჩაშენება. გავეცანი, როგორ უნდა მქონდეს შევსებული გვერდი - გამოყენებული ლიტერატურა, როგორ უნდა დავიცვა საავტორო უფლებები. ვიყავი მოსწავლის როლში, intel.essentials.ge-ზე ვნახე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. კომენტარში „ჩემს ჭკვიან მოსწავლეს“ წარმატება უსურვეს, მეც ჩემს მოსწავლეებს ვუსურვებ წარმატებას.

მოსწავლის ნამუშევარი

Saturday, December 7, 2013

ინტელის პროექტის მე-4 დღე

დღეს გავეცანი მე-2 მოდულის მე-3 აქტივობას: შეფასებას. იმას, თუ რას ემყარება შეფასება, რა არის მისი მიზანი. გამოყოფილია ორი - განამვითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები. განმავითერებელი შეფასების მიზანია:
·        მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება;
·        მათი თანამშრომლობის ხელშეწყობა;
·        პროგრესის მონიტორინგი;
·        ნასწავლის გააზრების შემოწმება.
განმსაზღვრელი შეფასება კი უნდა ეხებოდეს მასალის გაგებისა და უნარ-ჩვევების ათვისების ხარისხის შემოწმებას სტანდარტთან შესაბამისობით.
გავეცანი შეფასების განრიგს. როგორ უნდა იყოს განაწილებული შეფასებები მთელი პროექტის განმავლობაში. შეფასების რა მეთოდები შეიძლება გამოვიყენო პროექტის დაწყებემდე, მისი მიმდინარეობისას და დასრულებისას. როგორ უნდა იყოს დაკავშირებული თითოეული მათგანი  პროექტის ამოცანებთან; როგორ უნდა იყოს განმარტებული თითოეული მათგანი და რას უნდა არკვევდეს მისი საშუალებით, ერთი მხრივ, მოსწავლე და, მეორე მხრივ, მასწავლებელი. მნიშვნელოვანია, თუ რამდენად აერთიანებს ზემოთ ჩამოთვლილ მიზნებს ჩემ მიერ შერჩეული შეფასებები.

გავაკათე პროექტის პრეზენტაცია Power-Point-ით.

Sunday, December 1, 2013

ინტელის პროექტის მე-3 დღე

დღეს გავეცანი პროექტის მე-2 მოდულს: სასწავლო პროექტის დაგეგმვას; იმას, თუ რამდენადა სწორად შევარჩიე სტანდარტი, მოიცავს თუ არა იგი ზედა დონის უნარებს; გავიგე, რომ რამდენი სტანდარტიც არის პროექტში, იმდენი ამოცანა უნდა იყოს დაგეგმილი. ამოცანებისთვის უნდა იყოს შედგენილი შეფასება თავისი რუბრიკებით. კარგია, თუ ამოვიყენებ მრავალფეროვან შეფასების რუბრიკას. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები (ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი); ვნახე, შაბლონები, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი, რაში ეხმარება ეს კითხვები, ერთი მხრივ, მასწავლებელს, მეორე მხრივ, მოსწავლეებს. ამისთვის ვნახე ლინკები მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების წერა და სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი.

ინტელის პროექტის მე-2 დღე