Sunday, November 24, 2013
ინტელის პროექტის 1-ლი დღე
გავეცანი იმას, თუ რაზეა დაფუძნებული პროექტზე სწავლება, გარკვეული წარმოდგენა შემექმნა პროექტის მონახაზზე. გავეცანი ელ.მისამართს tpdc.ge/assentials; გავეცანი იმ ინსტრუმენტების გამოყენებას, რომლებიც ამ გვერდზე იყო მოცემული; ვისწავლე ის, თუ რა უნდა მქონდეს წინასწარ გამზადებული პროექტისთვის: სხვადასხვა მასალისთვის განკუთვნილი საქაღალდეები შესაბამისი დასათაურებით, პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი, პროექტის გეგმის შაბლონი. გავეცანი, აღნიშნულ მისამართზე განთავსებული ინფორმაცია როგორ მოვინიშნო და გადავიტანო ჩემ მიერ შექმნილ საქაღალდეებში, როგორ დავურთო კომენტარები ჩემთვის საინტერესო ადგილებს.
აღვნიშნეთ, თუ რა არის პროექტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები (ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი); სტანდარტის, აქტივობებისა და შეფასებების შესაბამისობა და კონტროლი პროექტის სხვადასხვა ეტაპზე. მოვიყვანეთ მაგალითები, ვარკვევდით და ვაზუსტებდით შეკითხვების ტიპებს, თუ რომელი იყო ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი და რა ურთიერთკავშირი შეიძლებოდა დაგვენახა მათ შორის. დავაზუსტეთ ისიც, რომ მთელი პროექტის სხვადასხვა ეტაპზეც კი პროექტი უნდა სცემდეს პასუხს ზოგად შეკითხვას.
რესურსებში ვნახე, თუ როგორ არის შედგენილი ესა თუ ის პროექტი. ამით გარკვეული წარმოდგენა შემექმნა, თუ რა ნაბიჯები, რა საფეხურები უნდა გავიარო პროექტის შექმნისას, მსვლელობისას.
ტრენერმა ქ-მა მანანან კვინიკაძემ, რომელიც არ იშურებდა მონდომებას, რომ ყველაფერი კარგად გაგვეგო, რომელმაც თავისი გამოცდილებაც გაგვიზიარა ზოგადად პროექტების კეთებისა და დამანახა, თუ რამდენად ეფექტური და დადებითი შეიძლება იყოს იგი სასწავლო პროცესში, მოგვცა საშინაო დავალება. დამევალა საპროექტო იდეის მოფიქრება.
ეს დღე საინტერესო იყო იმითაც, რომ გავიცანი სხვადასხვა სკოლისა და საგნის მასწავლებელი. ყველას ვუსურვებ წარმატებას.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
რეფლექსია არის საკმაოდ საინტერესო, მოცულობითი, ეხება ტრენინგის 1-ლი დღის მიმდინარეობის ყველა ეტაპს და გვაწვდის ამომწურავ ინფორმაციას. მოწოდებულია დახვეწილი, გამართული ენით, რაც მეტად მნიშვნელოვანია ტრენინგით დაინტერსებულთათვის.ვფიქრობ, ისეთი გამოცდილი ტრენინგის მონაწილისგან, როგორც ქ-ნი თამარია, ბევრს ვისწავლიდი :))))))
ReplyDelete